21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს. კერსტინი, პაბლო კაზალსისა და ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.
იგი შეასრულებს ცნობილ დვორჟაკის "კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისთვის", თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტის მეორე განყოფილებაც ანტონინ დვორჟაკის მუსიკას დაეთმობა - მე-9 სიმფონია „ახალი სამყაროდან“, რომელიც მან აშშ-ში მოღვაწეობის დროს შექმნა.