საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

     3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi, ფესტივალის დაწყებამდე კი 2 მაისს, 12:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში (მის: სანაპიროს ქუჩა #4) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორი - არჩილ ხეთაგური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი - ია ცაგარეიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი - ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ოდრი მარგუერიტა დაესწრებიან.

 

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

 

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩაუღრმავდი რეალობას“.  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

ფესტივალს გახსნის ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“. გახსნის ცერემონიალზე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენაც.

 

წლევანდელ სექციაში - სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია.  საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“), ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა...

მსგავსი ღონისძიებები
Kordz & Zagareli-Strings, ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ფესტივალი
უკვე მეორე წელია, რაც Jazz and Wine Kakheti-ის ფესტივალი კახეთში ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, კერძოდ სასტუმრო „Lopota Lake Resort & Spa"- ში.
ფესტივალი
1 ოქტომბერს აქტუალური მუსიკის ფესტივალის მეოთხე კონცერტი კონსერვატორიის მცირე სცენაზე ჩატარდება.
ფესტივალი
Funday Park  მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები