საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ნასიმ ტალები საქართველოში ლექციას ჩაატარებს

      30 მარტსა და 1 აპრილს ნასიმ ტალები გამართავს ორდღიან ლექციას "გამძლეობაზე" , რომელსაც რუსეთიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კომპანიების 100 "ტოპ" მენეჯერი დაესწრება.

საერთაშორისო არენაზე აღიარებული ავტორი ისაუბრებს, რა კრიტერიუმებით შევაფასოთ გამძლეობა და განვავითაროთ ის საკუთარ თავსა და კომპანიაში. დამატებით, მონაწილეები მოისმენენ ნაწყვეტებს ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი წიგნიდან : "Skin in the Game", "The Logic of Risk Taking" (გარისკვის ლოგიკა).

 

"ტოპ" ციტატები წიგნიდან "გამძლეობა":

ნასიმ ნიკოლას ტალები არის ავტორი ბესტსელერი წიგნებისა "გამძლეობა" და "შავი გედი".

უკვე 10 წელია ის მსოფლიო ეკონომიკაში სხვადასხვა მოვლენაზე აკეთებს პროგნოზს. ტალები იყო რისკების ანალიტიკოსი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე და საკუთარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვებოდა.

ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე შთმაგონებელი ფრაზები მისი წიგნიდან "გამძლეობა":

 

რჩევის შესახებ

არასდროს არავის ჰკითხოთ მათი აზრის, პროგნოზის, ან რეკომენდაციის შესახებ. უბრალოდ, ჰკითხეთ - რა არის, ან რა არ არის მათ პორტფოლიოში.

 

სიმდიდრეზე

გამოცდილება ცხადყოფს, რომ რაც უფრო მდიდრდება საზოგადოება, მით უფრო რთულდება ცხოვრება საკუთარი სახსრების ფარგლებში. ჩვენთვის დოვლათთან გამკლავება უფრო რთულია ვიდრე უკმარისობასთან.

წარუმატებელ ადამიანებზე

 

ჩემეული დახასიათებით, წარუმატებელი არის ადამიანი, რომელიც შეცდომის დაშვების შემდეგ თვითანალიზს არ აკეთებს, არ იყენებს მას, შეცბუნებულია და თავდაცვითი პოზიცია უჭირავს, იმის ნაცვლად, რომ ახალი ინფრომაციით გამდიდრდეს, და ცდილობს წინსვლის ნაცვლად საკუთარი შეცდომა ახსნას. ასეთები თავს მოიაზრებენ დიდი შეთქმულების, ცუდი უფროსის ან ცუდი ამინდის მსხვერპლად.

 

ცდისა და შეცდომის შესახებ

შემთხვევითი ელემენტი ცდისა და შეცდომის მეთოდში არც ისე შემთხვევით იქნება, თუ ის რაციონალურად არის მიღებული, შეცდომის, როგორც ინფრომაციის წყაროს გამოყენებით. თუ ყველა ცდა გვაძლევს ინფორმაციას მასზე, რაც არ მუშაობს, თქვენ იწყებთ გამოსავალზე ორიენტირებას - ასე რომ, ყველა ცდა უფრო ფასეული ხდება და აკეთებ აღმოჩენებს მთელი პროცესის განმავლობაში.

 

2018 წლის მარტის ბოლოს ნასიმ ტალები ჩაატარებს ორდღიან ლექციას თბილისში.

მსგავსი ღონისძიებები
Geolab- ში, პირადიპი ეთერით გადმოიცემა უმსხვილესი ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია "Apple" - ის რამდენიმე სიახლე.
სხვა ივენთები
საერთაშორისო კონფერენცია  მიზნად ისახავს ევ როკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო  თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალ იბებას
სხვა ივენთები
აქცია-კონცერტის მიზანია კლასიკური მუსიკის, კერძოდ, ი.ს. ბახის შემოქმედების პოპულარიზაცია
სხვა ივენთები
ქართული საცეკვაო ხელოვნების სცენაზე გადასვლა ქართული თეატრის დაფუძნებას უკავშირდება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები