დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო - საკონსულტაციო ცენტრთან არსებულ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სახელოსნოში საახალწლო მზადება დაიწყო!
ბავშვებს და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ საახალწლო არტთერაპიულ ვორქშოფებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც დაძაბული წლის ბოლოს სტრესის მოხსნის, ემოციური, ფიზიკური და გონებრივი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა! ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული იქნება და ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.
რა არის არტთერაპია – ბოლო დროს მოდური მსუბუქი ფსიქოთერაპიული ეფექტის მქონე მეთოდი თუ უნივერსალური წამალი ნებისმიერი დაავადების თანმხლებ უსიამოვნებათა გასაქარწყლებლად? შესაძლებელია თუ არა ხელოვნების – ხატვის ან ძერწვის მეშვეობით ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გამკლავება? საჭიროა თუ არა ამ მეთოდის გამოყენებამდე ხელოვნების ამ დარგებისთვის საჭირო პროფესიული უნარების დაუფლება?
პედაგოგიკის, ფსიქოთერაპიისა და ხელოვნების ინტეგრაციის იდეა გერმანელ ფსიქიატრს არტურ კრონფელდს ეკუთვნის. თავის სამეცნიერო ნაშრომში “ფსიქოგოგიკა ანუ ფსიქოთერაპიული სწავლება აღზრდის შესახებ” (1927 წ.) იგი მიუთითებდა, რომ ადამიანის განკურნებისთვის ისეთი თერაპიული მეთოდების გამოყენებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც პიროვნების ჰარმონიულ განვითარებასა და ორგანიზმის შინაგანი ძალების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებად ექიმს ხელოვნებით თერაპია მიაჩნდა და სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პრობლემურ ბავშვებთან ურთიერთობისას ხელოვნების სხვადასხვა დარგს მიმართავდა.კომპლექსური თერაპიისა თუ სარეაბილიტაციო კურსის აუცილებლობის შემთხვევაში მისი პაციენტები იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულო “თერაპიული მეთოდებით” მკურნალობდნენ – ხატავდნენ, ძერწავდნენ, უსმენდნენ მუსიკას...