რუსთაველის თეატრში სპექტაკლი "სადღაც ცისარტყელის მიღმა" გაიმართება

    ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, დეკადანსით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს, ნიჰილიზმით და სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია... მერე რა, თუ ამ ადამიანებიდან ერთი ყოფილი პატიმარია და მეორე კი, რამდენიმე დღის წინ ჯვარაყრილი 20 წლის გოგონა...

 

    ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით სავსე დიალოგები, დახვეწილი (ასე კარგად დავიწყებული) რომანტიზმი და საიდუმლო, რითაც ჩვენს დროში მომხდარი ერთი შეხვედრის ამბავიც მარადიულ საკითხავთა მწკრივში დგება – ასეთია ლაშა თაბუკაშვილის პიესა სადღაც, ცისარტყელას მიღმა. ამ სტილს და ატმოსფეროს მკითხველი და მაყურებელი კარგად იცნობს და მუდმივად ელოდება, როგორც კიდევ ერთ დღესასწაულს თეატრისათვის.

 

პიესის მიხედვით კი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ამავე სახელწოდების სპექტაკლის 15 აპრილს გამართავს.

მსგავსი ღონისძიებები
მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო. ჟერომს ვიღაც მგზავრი მოსვენებას არ აძლევს
თეატრი
"ზღაპარს წააგავს, მაგრამ ზღაპარი არ გეგონოთ ნამდვილ ამბავს გავითამაშებთ..."
თეატრი
ნოდარ დუმბაძის ნოველების მიხედვით
თეატრი
ეჭვი იპყრობს აწმყოში მყოფთ და ეჭვით შეჰყურებენ მომავალს. რეჟისორი: გურამ ვაშაკიძე
თეატრი
კვირის ღონისძიებები