კომპანია fix group აძლევს საშუალებას ქართველ მსმენელს დაესწროს რუმინელი პოპ მუსიკის მომღერლის Akcent კონცერტს. Akcent- ის ლაივ შოუები გამოირჩევა არტისტის განსაკუთრებული აქტიურობით. ის მთელი პერფორმანსის განმავლობაში იზრუნებს თქვენს სიამოვნებასა და ამაღლებულ განწყობაზე. ადრიან სინა მრავალი ცნობილი ჰიტის ავტორია, რომლებმაც არა ერთხელ დაიკავეს პირველი ადგილი რუმინეთისა და მთელი აღმოსავლეთ ევროპის ჩარტებში, განსაკუთრებით 2000 იან წლებში. არტისტი არ შემოიფარგლება სიმღერით, ის პროდიუსერი და კომპოზიტორიცაა. ასევე ის რუმინეთის X ფაქტორში წარმოგვიდგა როგორც მსაჯი, რითიც მსმენელს საკუთარი თავი განსხვავებული ასპექტით დაანახა. 2010 წლიდან სინა სოლო შოუებსაც მართავს და ამ მხრივაც დიდი წარმატებით სარგებლობს.