სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება."გალერია თბილისის" ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში საერთო ჯამში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman.
ახალი კონცეფციით იქნებიან წარმოდგენილი Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.
გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
გარდა ამისა, საქართველოში Armani Exchange, Calvin Klein Jeans შემოდიან.