13 ოქტომბერს, 20:30 საათზე რესტორან პუბლიკაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პიანისტ დავით ალადაშვილისა და მხატვრის ქეთევან დავლიანიძის ერთობლივ პერფორმანსს მოუსმინონ და ადევნონ თვალი. დავითი დაუკრავს კლასიკურ კომპოზიციებს ფორტეპიანოზე ,ხოლო ქეთევანი დახატავს.
დავით ალადაშვილი ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსია. მან წარმატებით დაამთავრა ჯულიარდის სკოლა (რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. "ჯულიარდში" მრავალი დიდი მუსიკოსი სწავლობდა, მათ შორის: ლეგენდარული ამერიკელი მესაყვირე მაილს დევისი.). დავითი პრესაში მოხსენიებულია, როგორც ,,ემოციური ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის".
ქეთევან დევლიანიძე ასევე ცნობილი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც "ქართული სახვითი მუზეუმის" გარდა, უცხო ქვეყნების კერძო კოლექციაშიც შეხვდებით (ბერლინი,ბარსელონა, ვაშინგტონი და სხვა.).
მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 544444544