რამაზ ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა ”სფუმატო”-ში გაიხსნება

24 ნოემბერს 20:00 საათზე გალერეა ”სფუმატო”-ში გაიხსნება რამაზ ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა. რამაზ ჩანტლაძე 1977-79 წლებში სწავლობდა სამხატვრო სკოლაში, 1979-85 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1990-94 წლებში შვეიცარიაში დაამთავრა ასპირანტურა. მხატვართა კავშირის წევრია 1997 წლიდან. რამაზ ჩანტლაძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. გამოფენის გახსნა: პარასკევი, 24 ნოემბერი, 20:00 საათი. გამოფენა გაგრძელდება 1 დეკემბრის ჩათვლით 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. 19 ( პარლამენტის შენობის უკან, სკვერში გამოდის გალერეის მთავარი შემოსასვლელი).

დასწრება თავისუფალია!

მსგავსი ღონისძიებები
„იყო და არა იყო რა“ - ცნობილი ფრაზა საბავშვო ზღაპრებიდან აჩვენებს ლიდერების ბავშვურ ფანტაზიებს
გამოფენა
აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.
გამოფენა
მარველის კომიქსების ავტორის დევიდ მეკის ნახატების გამოფენა-გაყიდვაზე 18-19 ნოემბერს.
გამოფენა
გიგო გაბაშვილის შემოქმედება, მისი სწრაფვა რეალისტური ხელოვნებისკენ, თავისი მასშტაბითა და ბუნებით ერთგვარად მოულოდნელადაც კი გამოიყურება იმ პერიოდის ქართული მხატვრობის ფონზე.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები