ერთმა სურნელმა რამდენი მოგონება შეიძლება გააღვიძოს. სუნამო კულტურის ნაწილი უფრო არის, ვიდრე ცხოვრების. კარგ სურნელს შეუძლია ადამიანზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს.
იმისათვის, რომ იყოთ გამორჩეული „L'Arome Boutique • არომა ბუტიკი“ ის ადგილია, სადაც თქვენს კუთვნილ სურნელს აღმოაჩენთ. სელექტიური პარფიუმის, ნიშური სუნამოების მაღაზიათა ქსელი, სადაც თავმოყრილია საუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილი სუნამოები.
აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი სასურველი არომატის პოვნას შეძლებს. კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართველი და საქართველოში სტუმრად მყოფი მომხმარებლისთვის მსოფლიოს ბუტიკებში წარმოდგენილი საუკეთესო ბრენდების შეთავაზება. სწორედ ამიტომ , ჟურნალ „ბომონდის“ ორგანიზებით „არომა ბუტიკის“ ოფიციალური გახსნა და ახალი ბრენდის CARNER BARCELONA-ს ახალი კოლექციის პრეზენტაციის წარდგენა მოხდა.
სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრად ბრენდის წარმომადგენელი joaquim carner ჩამოვიდა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. „L'Arome Boutique • არომა ბუტიკი“ ორიენტირებულია , როგორც მაღალ ხარისხზე, ასევე ევროპული ბაზრებისთვის მიღებულ ფასებზე.
#იპოვეშენისურნელი