პროექტ Satin Jackets - ის ლაივ პერფორმანსი ოტიუმში

Cantsleep Events წარმოგიდგენთ: ერთ-ერთი უნიჭიერესი გერმანელი არტისტის Den Ishu - ს პროექტ Satin Jackets - ის ლაივ პერფორმანსს. 

პროექტი Satin Jackets გამოირჩევა განსაკუთრებული მელოდიურობით,  ზაფხულის ჟღერადობით და ბედნიერი ნოტების ჰარმონიულობით.

 

Den Ishu - ს შემოქმედება გამოსულია ისეთ ცნობილ ლეიბლზე როგორიც არის Eskimo Recordings.

 

ცნობილ გერმანელ არტისტთან ერთად ივენთზე დაუკრავს ქართველი ნიუქამერი არტისტი სანდრო ჯორბენაძე პროექტით DJ Sendnudes. 

სანდრო ჯორბენაძე ფლობს ლეიბლს PalmStrucutre- ს და ასევე საბ-ლეიბლ Structural Realism - ს. იგი ბავშობიდან იყო მუსიკის სიყვარულით გატაცებული და ეს სიყვარული მან თავის დიჯეინგში და პრომოუტინგში გააერთიანა, უკვე გამოსცა ორი დიჯითალ რელიზი ხოლო მესამე რელიზს CD ფორმატით პირველ იანვარს უშვებს. 

მსგავსი ღონისძიებები
Body Thrills - ბექა უნგიაძისა და ნიკოლ ფოფხაძის ერთობლივი პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა.
კლუბი/ლაუნჯი
ლაივს შეასრულებს ლეიბლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი CLARO INTELCTO
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში BASSIANI RECORDS-ის A&R თორნიკე კვანჭიანი, იმედისმომცემი DJ და პროდიუსერი WILL GATES და MERCURRIO დაუკრავენ.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები