საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“. კონკურსში გაიმარჯვა ელენე აფრიამაშვილისა და ავთანდილ მოდებაძის პროექტმა.
მუზეუმები ინახავენ და იცავენ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც სამუზეუმო სივრცის საგანმანათლებლო რესურსად ქცევასაც გულისხმობს. პროექტის მიზანია, ამ სივრცეში შეიყვანოს ბავშვები და ინტერაქტიული თამაშებით გააცნოს თანამედროვე ხელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მათი აზროვნების ჩამოყალიბებას. მხიარული ლექციებისა და ინტერაქტიული თამაშების ფორმა კი დაეხმარება, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნება და გამოხატონ საკუთარი თავი.
საგანმანათლებლო პროგრამა ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“, სამუზეუმო სივრცეში საშუალებას მისცემს ბავშვებს, ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა მასალებზე, ექსპონატებზე, დაათვალიერონ და გაეცნონ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, წამახალისებელი შეკითხვებითა და მხიარული თამაშებით გამოხატონ საკუთარი იდეები. ინტერაქტიული თამაშები განსხვავებული მიდგომისა და შესრულების საშუალებას იძლევა, რაც ადასტურებს, რომ ბავშვების მიერ ხელოვნების აღმოჩენის მრავალი გზა არსებობს.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა" მოიცავს ოთხ პროგრამას, ბავშვებისთვის განკუთვნილ სალექციო ფორმასა და მხიარულ ინტერაქტიულ თამაშებს, რაც გულისხმობს, ხელოვნების ვიზუალურად, ფოტო და ვიდეომასალის სახით გაცნობას.
10 დეკემბერი, 2017, 15:00 ხელოვნებათმცოდნე ქეთევან შავგულიძე „რა ენაზე გვესაუბრება თანამედროვე ხელოვნება“.
კოსტიუმი და ნიღაბი. არტისტი უტა ბექაია. ინტერაქტიული თამაში „კარნავალი“.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 92 32 27
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.