2018 წელს პირველად საქართველოში, ზუგდიდში, გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება საუკეთესო აჯიკის და სხვა ქართული პროდუქტების გამოსავლენად. ამავე ფესტივალზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოვლინდება საუკეთესო გარე-კვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარმოადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ" ფესტივალზე და იასპარეზოს ევროპის თასისთვის.
ორდღიან ღონისძიებაზე გაიმართება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასები, საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ განსხვავებული ეთნიკური კერძები, მოუსმინოთ გამომსვლელებს, რომლებიც მოგვიყვებიან ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ თავგადასავალზე, გავლენებზე, რამაც განაპირობა მისი დღევანდელი სახე და მის განუმეორებლობაზე, რომელიც მეტწილად ჩვენს ენდემურ სახეობებზე და მათი გამოყენებით მიღებულ კომბინაციებზე მოდის. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული თამაშები, რომელშიც მთელი ოჯახით შეგეძლებათ რომჩაერთოთ და დაუვიწყარი მოგონებებით გააცილოთ ეს ზაფხული. შემოგვიერდით და წამოიყოლეთ თქვენი მეგობრებიც.