თბილისის ოპერის თეატრში ნიკოლოზ რაჭველის ნაწაროების THE REST IS SILENCE პრემიერა ამ წუთებში მიმდინარეობს, ის სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისთვის შეიქმნა. ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა შედგა მილანის „ლა სკალას“ თეატრში 2016 წლის 19 დეკემბერს და მიეძღვნა იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტურ რეჟიმს ემსხვერპლა.
ნაწარმოებს საფუძვლად დაედო გამოჩენილი პოეტის პოლ ცელანის ლექსი „სიკვდილის ფუგა“, რომელიც მან საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა. ვოკალურ ციკლში, პოლ ცელანის ლექსის გარდა, გამოყენებულია ებრაული ნანა, რომელიც ხალხურ პოეზიაზე დაყრდნობით ებრაელ მწერალს და პოეტს ემანუელ ჰარუსს ეკუთვნის და ვაჟა-ფშაველას ლექსი „სიმღერა”, რომელიც აგრეთვე, მიესადაგება ნაწარმოების მხატვრულ შინაარსს. პრემიერამ საერთაშორისო მუსიკალური კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რეცენზია გამოაქვეყნა ოპერის კრიტიკოსმა სტეფანო ბალბიანნმა: „ნიკოლოზ რაჭველის თხზულება დიდი გამომსახველობითი პოტენციალით და სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა: მის მუსიკაში (განსაკუთრებით ფინალში) ვხვდებით მკვეთრ და მძვინვარე გაელვებებს, რომელიც თან გასდევს ისეთ უმძიმეს თემატიკას როგორიცაა ლტოლვილთა, ომში დაღუპულთა და ტერორიზმის, წამებისა და რეპრესიის მსხვერპლთა ტრაგიკული ხაზი.
ებრაული სევდა დაჰკრავდა სიზმრის სამყაროდან გადმოღვრილ „დედის იავნანას”, რომელიც ანიტა რაჭველიშვილმა შთამბეჭდავი „მეძა-ვოჩეთი“ შეასრულა და რასაც თან ახლდა ჩურჩულში გადასული მშვიდი და ღრმად ემოციური ფრაზირებები.
“ნიკოლოზ რაჭველი: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში ადამიანთა უფლებების დაცვა კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებად იქცა, უსამართლობა და სისასტიკე დღემდე რჩება გამოუსწორებელ პრობლემად. თუ დედამიწას განვიხილავთ როგორც ერთ მთლიანობას, აღმოვაჩენთ, რომ მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ ეწირება დიქტატურას, რეპრესიებს, სიკვდილით დასჯას, პოლიტიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებებს, ტერორისტულ აქტებს და ტერიტორიულ კონფლიქტებს.“კონცერტში მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიგორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდი ქორმაისტერი - ნინო წიკლაური საფესტივალო გუნდი ქორმაისტერი - გიორგი მარგველაშვილიდირიჟორი - კახი სოლომნიშვილი.
პირველ განყოფილებაში შესრულდა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის STABAT MATER. კონცერტი ეძღვნება ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა“ პროექტის გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი “კონცეპტარტი”.
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, ალტაოქეი, საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“ და კომპანია „დიო“.
კონცერტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კომპანია ბადაგონი.საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08.