"მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” ღონისძიების ფარგლებში, ალექსანდრე ცომაია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, 30 ნოემბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სოლო კონცერტს თბილისში გამართავს. მწერალი ლაშა ბუღაძე კი წაიკითხავს ლექციას -„ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუსიკა“. მოეწყობა ფოტოების გამოფენა, რომელთა ავტორებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან. საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებასა და გაძლიერებას მოხმარდება. ბენეფიციარი ორგანიზაციაა - “ხელი ხელს”, და პროექტის საბოლოო მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების დასანერგად სახლის ყიდვაა, სადაც ადამიანებს თანამედროვე ტიპის მომსახურებას გაუწევენ. იყიდე კონცერტის ბილეთი, მოუსმინე მუსიკას ჩვენთან ერთად, შემოუერთდი ღია მოძრაობას და მხარი დაუჭირე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს #სტიგმისგარეშე.