სპექტაკლი წარმოადგენს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოების –“პატარა უფლისწულის” სცენურ ვერსიას, რომელშიც მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომი-ყველაფრის დამანგრეველი ძალა უძლურია სიყვარულის წინაშე. მხოლოდ სიყვარული იხსნის მარტოობისა და უსასოობისთვის განწირულ კაცობრიობას.
სპექტაკლის მთავარი გზავნილია წიგნის ავტორისეული ფრაზა, რის გამოც ეს ნაწარმოები ჩემთვის “პატარა სახარებად” იქცა, მარადიული საიდუმლო -“მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ შეუძლია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”.
სწორედ ამ ფრაზამ მაპოვნინა მთავარი გასაღები-პატარა უფლისწულს სპექტაკლში განასახიერებს დაბადებიდან მხედველობადაქვეითებული ბიჭუნა მიშო სიხარულიძე, რომელიც, მართლაც, გულით ხედავს და, მისდაუნებურად, ბევრი რამის მასწავლებელია ყოველი “სრულყოფილი” ადამიანისთვის.
ხანგრძლიობა: 130 წუთი, ორ მოქმედებადპრემიერა შედგა: 2016 წლის 15 ნოემბერს