ო.ჰენრის ნოველების კრებული – მაია ცერცვაძის თარგმანის წარდგენა

5 მარტს, 19:00 საათზე გამომცემლობა „არტანუჯი“ გიწვევთ მაია ცერცვაძის ახალი თარგმანის წარდგენაზე. 

 

„დღე, რომელსაც ვზეიმობთ“ ო. ჰენრის სიკეთითა და იუმორით სავსე 16 ნოველას აერთიანებს. კრებულში წაიკითხავთ, როგორ შეიძლება გაქრეს ქალაქში შეძენილი თავდაჭერილობა და დახვეწილობა მშობლიურ ფერმაში დაბრუნებისას და ამის გამო როგორ ელის გაურანდავ სოფლის ბიჭად ქცეული კაცი უზადო ცოლისგან გაკიცხვას; გაიგებთ, როგორ შეიცვალა მაიორის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი მომაბეზრებლად მაღალფარდოვანი თავაზიანობა და საუბარი სცენაზე გარდასახა ახალგაზრდა მსახიობმა; შეიტყობთ იმ ქალის უცნაური გეგმის შესახებ, თაყვანისმცემელი რომ არასდროს ჰყოლია.

წიგნის მთავარი ხიბლი მაინც ნოველების დიდოსტატის სიუჟეტების ფინალებია – პერსონაჟების ყოფით ამბებს მიდევნებული მკითხველი წინასწარ თითქმის ვერასდროს ხვდება ნაწარმოების დასასრულს.

 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, N17ბ, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“

მსგავსი ღონისძიებები
სტუდენტების მიერ ,,ინოვაციები და სამეწარმეო უპირატესობის'' კურსის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო სტარტაპ იდეების პრეზენტაციაა
სხვა ივენთები
ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო თეატრზე. შეხვედრას წარმართავს მსახიობი დუტა სხირტლაძე. საუბრის თემა იქნება - „თანამედროვე ქართული თეატრი“.
სხვა ივენთები
22 სექტემბერს "მწერალთა სახლში" თემურ ბაბლუანის წიგნის "მზე, მთვარე და პურის ყანა.მანუშაკა მელოდება" პრეზენტაცია გაიმართება
სხვა ივენთები
7 საათისთვის სტუმრები ბათუმში გემზე შეიკრიბებიან, რომელიც მწვანე კონცხისკენ აიღებს გეზს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები