ოტიუმში თანამედროვე მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

 

ოტიუმში თანამედროვე მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოგიდგენთ მხატვრებს, რომელებიც მიიღებენ მონაწილებას გამოფენაში:

 

     იკო ცაბაძე ხატავს ბავშვობიდან, დამთავრებული აქვს სამხატვრო ათწლედი, სამხატვრო აკადემია დიზაინის ფაკულტეტი. მუშაობს რამდენიმე მიმართულებით წიგნის ილუსტრაციები, კინო, რეკლამა, გრაფიკა და ინტერიერის დიზაინი.მისი ნახატები ყველაზე ახლოს სიურეალიზმთან დგას.

 

    ნიკა კოჭლამაზაშვილიდამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ხატავს ბავშობიდან , მუშაობს ასევე სკულპტურებზე.მისი ნახატები შესრულებულია შერეული ტექნიკით.მიმდინარეობა სიურეალიზმი და კუბიზმი. 

 

   ბორენა ნაჭყებიაკონცეპტუალისტი მხატვარი. სწავლობს ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის ფერწერის მიმართულებით. ამ ეტაპზე მუშაობს სადიპლომო თემასა და დამოუკიდებელ პროექტზე „საზღვარი, ანუ სად არის ზღვარი“, რომელიც მოიცავს მოკლემეტრაჟიან საავტორო ფილმს, ფერწერული ტილოების სერიასა და ლენდ არტსმუშაობს რამდენიმე მიმართულების სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი.წარმოდგენილი ნამუშევრების წამყვანი თემაა შეგრძნებები, ასოციაციები. ნამუშევრები კონცეპტუალური და ექსპრესიულია. გამოფენილი ნიმუშების შესრულების ტექნიკა: ტილო, ზეთი.

 

   ზურაბ გალდავაპროფესიით ფილოსოფოსი.ხატავს ბავშვობიდანთვლის რომ მისი შემოქმედება არ განეკუთვნება კონკრეტულ რომელიმე მიმდინარეობას, მაგრამ თავისი არსით უფრო ახლოს დგას სიმბოლიზმთან და ХХ საუკუნის მოდერნიზმთან, კერძოდ სიურეალიზმთან.მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებსა და გამოფენებში:2017წ. გალერეა“ ტეტრისი“2015წ. პროექტი „Razor’s Blade” გალერეა“B&W”-ში მხატვარ იკო ცაბაძესთან ერთად2014წ.პერსონალური გამოფენა “Art of Rebellion” თბილისის სამხატვრო აკადემიაში.2012წ. არტ - პროექტი „სხვა სხეული“.ასვე ავტორი ლექსების ხუთი კრებულის: 2015წ.“Black flag”, 2012წ. „Железный Крест“, 2010წ. “Lupus Dei”, 2004წ. “Вольфзангель“.

 

   ლევან ვეკუახატავს ბავშვობიდან, მისი ნამუშევრები ყველაზე ახლოს სიურეალიზმთან დგას, მუშაობს გრაფიკის მიმართულებით.დაფუძნებული აქვს არტ-კლუბი, ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება.

 

   გიგა უგლავადაიბადა მხატვრის ოჯახში, რამაც განაპირობა მისი მხატვრად ჩამოყალიბება.ხატავს დაბადებიდან, სხვა და სხვა ჟანრში, ერთმანეთისგან განსხვავებულ სტილსა და ჟანრში მოგზაურობა მისი მისწრაფებაა,თუმცა ბოლო დროის ნამუშევრები ალტერნატიულ ფერწერის ჟანრში აქვს შესრულებული.

მსგავსი ღონისძიებები
RÓMAN - KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი დიჯეი და პროდუსერი რომან აბრამოვის ტექნო პროექტი. დაიბადა 1983 წელს საბჭოთა თბილისში.
კლუბი/ლაუნჯი
საღამოს წამყვანები იქნებიან ქეთი დათუაშვილი და გოშა, განწყობაზე იზრუნებს DJ.
კლუბი/ლაუნჯი
მასთან ერთად წარდგება 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები