"ორი ვოდევილი სიყვარულზე" - ახმეტელის თეატრში

კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის პიესები დღემდე აღელვებს და იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეჟისორებს, ქორეოგრაფებს, კომპოზიტორებს. მისი ნაწარმოებების მიხედვით ქმნიან სპექტაკლებს სხვადასხვა ჟანრში, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო მაყურებელში, სვამს და ეხმიანება ჩვენთვის დღემდე აქტუალურ და მარადიულ პრობლემებს. ანტონ ჩეხოვის მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

ახმეტელის თეატრში ესტონელი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი ქართველი მსახიობების მონაწილეობით ანტონ ჩეხოვის ორი ყველაზე პოპულარული ვოდევილის „ხელის თხოვნა" და „დათვი" ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაციაა, რომელიც მაყურებელს სიცილთან ერთად, ბევრ საფიქარალსაც მოგვრის.

პროექტი ხორციელდება ესტონურ - ქართული ART ცენტრის მხარდაჭერით

ხანგრძლივობა 80 წუთი, ერთ მოქმედებად

მსგავსი ღონისძიებები
16 და 17 ნოემბერს მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "იგი"
თეატრი
რეჟისორი და სცენოგრაფი: ლევან წულაძე
თეატრი
გაგიტარებიათ ერთი ჩვეულებრივი საღამო თეატრში საკუთარ თავში და ბალიშში ჩაძირულს?!
თეატრი
კვირის ღონისძიებები