ოლდოს ჰაქსლის ახალი თარგმანის პრეზენტაცია

 შაბათს, 27 იანვარს, 16:30 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ოლდოს ჰაქსლის ახალი თარგმანის პრეზენტაცია. 

 

   „ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტს ვხარჯავთ სასმელსა და თამბაქოზე, ვიდრე განათლებაზე. ეს, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის. მე-ობისაგან და გარემოსგან გაქცევის მოთხოვნილება თითქმის ყველაში, თითქმის ყოველთვისაა. ახალგაზრდებისთვის რაიმეს გაკეთების მოთხოვნილება მარტო მშობლებს აქვთ და მათაც მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ შვილები სკოლაში დადიან. 

ამდენად, არ არის გასაკვირი სასმელისა და თამბაქოს მიმართ არსებული დამოკიდებულებაც. უიმედო ალკოჰოლიკების მზარდი არმიის მიუხედავად, მთვრალი მძღოლების გამოისობით ყოველწლიურად ასობით ათასი დასახიჩრებული თუ დაღუპული ადამიანის მიუხედავად, პოპულარული კომედიანტები მაინც განაგრძობენ ალკოჰოლზე და ალკოჰოლდამოკიდებულებზე ქილიკს. 

და მიუხედავად იმ მტკიცებულებისა, რომელიც სიგარეტს ფილტვის კიბოსთან აკავშირებს, პრაქტიკულად ყველას თამბაქოს მოწევა თითქმის ჭამის მსგავს ნორმალურ და ბუნებრივ ქმედებად მიაჩნია. რაციონალური უტილიტარისტისგან ეს შესაძლოა უცნაურად გამოიყურებოდეს. ისტორიკოსისგან კი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ დამოკიდებულებას უნდა მოველოდეთ.

ჯოჯოხეთის მატერიალური რეალობის მტკიცე რწმენას არასდროს შეუშლია ხელი შუა საუკუნეების ქრისტიანთათვის, ეკეთებინათ ის, რასაც მათი ამბიცია, ვნება თუ ანგარება უკარნახებდათ. 

ფილტვის კიბო, ავტოავარია და მილიონობით საბრალო ალკოჰოლიკი იმაზე უფრო დიდი ფაქტია, ვიდრე დანტეს დროს ჯოჯოხეთის არსებობა იყო, მაგრამ ყველა ასეთი ფაქტი უძლურია და არაარსებითიც კი, აქ და ახლა, განტვირთვისა თუ გათიშვის, დალევისა და მოწევის წადილთან შედარებით“.

 

ინგლისურიდან თარგმნა ლევან ღამბაშიძემ 

 

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საინტერესო სიურპრიზი ელით.

 მის: თბილისი, შ. დადიანის ქ. 28 – დასწრება თავისუფალია!

მსგავსი ღონისძიებები
,,ფილოსოფია და მეცნიერება,ისევე როგორც ხელოვნება,არის შემოქმედება არაფრისაგან, ანუ ex nihilo."
სხვა ივენთები
დაკვირვებების გარდა იქნება საუბრები ასტრონომიაზე, კოსმოლოგიაზე და ზოგადად მეცნიერებაზე.
სხვა ივენთები
ლექცია წარიმართება კითხვა პასუხის რეჯიმში. დასწრება თავისუფალია!
სხვა ივენთები
პროექტის ფარგლებში მოწვეულნი არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები