ნიაზ დიასამიძე არის ქართველი მუსიკოსი და ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი. მან ჯგუფი 1994 წ. დააარსა, ძირითადად მის ჟანრს, ფოლკ-როკი წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“, „ღამე და წვიმა“, „ქარი ქრის“, „გალაკტიონი“ და სხვა. მის რეპერტუარში 7 ალბომია. ახალი ალბომის კომპოზიციებში ჩართულია, ხალხური ცეკვები სუხიშვილების შესრულებით.ასევე, ნიაზ დიასამიძე არის, მრავალი პოპულარული საუნდტრეკის ავტორი და ფესტივალ „არტ გენის“ ორგანიზატორი. ის 7 დეკემბერს თავის ჯგუფთან ერთად თბილისის ივენთ ჰოლში გამართავს კონცერტს.