23 ივნისს ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი" გაიმართება, სადაც შეხვდებით ცნობილ ქართველ მეღვინეებს, მევენახეებსა და რესტორატორებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ღვინისა და კერძების დაგემოვნებას, დამატებით გასინჯავთ ახალბედა მეღვინეების „პირველ მოსავალს“. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამორჩეული ქართული ხელნაკეთი ნივთები. ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას.
ფესტივალის მასპინძელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: DJ Noxiron, Shako Iashvili
ბილეთის ფასი :7 ლარი