"ნავიგატორი" - მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე

„ნავიგატორი” მარტოობას შეჩვეული ადამიანის ამბავია – როსტომის, რომელსაც თითქოს ძალით გამოგლეჯენ „კომფორტის ზონას”, სახლს, ოთახს, ჩვევებსა და აკვიატებებს…

„ნავიგატორი” საკუთარ კომპლექსებს შეჩვეული (თუ შეყვარებული) ადამიანის ამბავია – როსტომის, რომელსაც არცთუ სიმპათიურ, მაგრამ მოწესრიგებულ და წესიერ ადამიანად მიაჩნია თავი, კაცად, რომელსაც საკუთარი მამა მუდმივად ჩასჩიჩინებს, შეელიოს თავის „სამარცხვინო მარტოობას” და სანამ გვიანი არაა, ოჯახი შექმნას; კაცად, რომელსაც სჯერა, რომ თანამშრომელ კლარას არასდროს მოეწონება, მაგრამ თავს ირწმუნებს (თუ იმხნევებს), რომ მას და თუნდაც ამ კლარას „რაღაცნაირი რომანი მაინც აქვთ” – ყოველ შემთხვევაში, კლარა უამრავ ისეთ ნიშანს აძლევს, რითიც სხვას ნამდვილად არ გააბედნიერებს…

„ნავიგატორი” კომპენსაციების ამბავია, როცა რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთს არ შეესაბამება და როცა „სინამდვილისგან” დათრგუნულ მსუბუქ და „ცოტა საყვარელ ფსიქოპატ” როსტომს რეალობიდან გაქცევა უნდა… რადგან რეალობა – ახალი და პიქუში ტექნოლოგიები, უშინაარსო და უემოციო თანამშრომლები, ეგოისტი და გულგრილი დირექტორი, აგრესიული და უზრდელი მშობელი, ცივი და ქედმაღალი კლარა – მისთვის მტრული და ჩაკეტილია…

„ნავიგატორი” ნავიგატორის ხმის და როსტომის სიყვარულის ამბავია… ქალის ხმა, რომელიც საგზაო მითითებებს აძლევს როსტომს, მის ერთდადერთ და მთავარ სინამდვილედ იქცევა…

რადგან როსტომის ემპირიულ სინამდვილეში – ნავიგატორის გარდა – ყველაფერი სხვა სიმულაციური, პლასტმასის და ხელოვნურია…

ხანგრძლივობა: 120 წუთი, შესვენებით.

მსგავსი ღონისძიებები
„უსახელო ვარსკვლავი“, „შავი კვადრატი“, „ადამიანთა სიყვარული“- მარჯანიშვილის თეატრის სცენები დღეს ამ სამი სპექტაკლით გიმასპინძლებთ
თეატრი
ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ...
თეატრი
ავთანდილ ვარსემაშვილის სპექტაკლი ყვითელი ანგელოზი მუსიკალური მონოსპექტაკლია, რომელიც მიძღვნილია ალექსანდრე ვერტინსკის შემოქმედებისადმი.
თეატრი
ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი
თეატრი
კვირის ღონისძიებები