მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

   14 თებერვალს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეკა ქევანიშვილისა და თეა თოფურიას ტექსტების საჯარო კითხვა და განხილვა ფემინისტურ ჭრილში.

 

   პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების კიდევ ერთხელ გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.

 

შეხვედრის მოდერატორი: ანი კოპალიანი.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. 

 

დასწრება თავისუფალია!

მსგავსი ღონისძიებები
კიბერსამყაროში ტრანსფერი ყველაზე დიდი თრიფია, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს, ხოლო მანდ მოხვედრილს, გიჭირს განასხვაო რეალობა ვიდეოთამაშებისგან, რადგანაც შენი ცნობიერება კომპიუტერული პერსონაჟის კოდში ექცევა
სხვა ივენთები
ღონისძიებაზე მოწვეული ავტორები: გელა ჩარკვიანი, ალეკო შუღლაძე და გიორგი კეკელიძე საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
სხვა ივენთები
გაეცანით ისტორიას, დამზადების ტექნოლოგიასა და ბევრ სხვა საინტერესო ინფორმაციას სპეციალისტთან, ნიკა ნატროშვილთან ერთად.
სხვა ივენთები
სტუდენტებისთვის გაიმართება ანდრო დგებუაძის საჯარო ლექცია თემაზე - "შემეცნება და კრეატივი".
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები