მუსიკალური ფესტივალი "Alterfest Georgia 2018" თბილისში ჩატარდება

  AlterFest Georgia 2018 წარმოადგენს dark, rock, metal და underground სტილის მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც რეგულარულად ჩატარდება თბილისში და ხელს შეუჭყობს მუსიკალურ ჯგუფებს წინსვლასა და განვითარებაში მასში მონაწილეობის საშუალება ექნებათ როგორც პროფესიონალ ბენდებს, ასევე დამწყებ, ახალბედა ჯგუფებსაც. 

Doors open 19:30pm, Ticket price 7Gel

 

 

AlterFest - ის პირველი მონაწილეები იქნებიან ჯგუფები:

FOGstation - ჟანრები: Alternative/rock, Alternative/metal. ბენდი შეიქმნა 2017 წელს. წევრები: გვანცა გიორგაძე (ვოკალი), ილია მაღრაძე (გიტარა), შავლეგო მაღრაძე (ბას გიტარა), თამუნა ცინდელიანი (კლავიში), ბექა გაჩავა (დრამი). ამ დროისათვის ბენდი მუშაობს სადებიუტო ალბომზე. ბენდის ორი სიმღერა ამერიკულ და ბრიტანულ ონლაინ რადიოებში მოხვდა.

Killer Manson - სანდრო მენსონის სოლო პროექტი რომელიც შეიქმნა 2015 წელს.Sandro Manson – 25 წლის არტისტი, ვოკალისტი და ფოტოგრაფი, რომლის შთაგონების წყაროც გოთიკური სუბკულტურაა მის შემოქმედებაში გოთიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც აისახება მის მუსიკალურ პროექტში, შესრულების განსხვავებულ სტილზე, მრავალფეროვან საინტერესო სასცენო სამოსსა და მაკიაჟში. 2016 წელს ქილერ მენსონ შემოუერთდა მევიოლინე Ligeia Allan Poe , ვიოლინოს დამატებით მუსიკას უფრო ბნელი, მისტიური და გოთიკური ელფერი შემატა. 2018 წელს კი პროექტს შემოუეთდნენ: ბას გიტარა - მამუკა მიქელაძე და სოლო გიტარა - გიგა დემეტრაშვილი. ჯგუფი KILLER MANSON-ი არის სატელევიზიო მუსიკალური პროექტების: „X Factor“-ის და „Nichieri“ - ის მონაწილე. მუსიკალური ჟანრები: Industrial metal /shock rock/gothic elements.

 

 

Lich - ჯგუფი შეიქმნა 2017 წლის 31 ოქტომბერს ჯგუფის ამჟამინდელი წევრები: აჩი აქუბარდია (ვოკალი), ვატო რუაძე (გიტარა), გიორგი ჩაჩიბაია (ბას გიტარა), ანა ოღაძე (პიანინო/სინთეზატორი), ალექს ჩიკვატია (დრამი). Lich ქმნის საკუთარ მუსიკას, რომელიც მოიცავს: dark rock/emo/gothic rock/punk rock/alternative ჟანრებს.

მისამართი: Creator Bar, Machabeli St. 10/14 

მსგავსი ღონისძიებები
პირველად საქართველოში, ჯულიარდის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ტალანტები
კონცერტი
15 მაისს საქართველოში პირველად შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე.
კონცერტი
ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები პირველი ბილეთის მფლობელი 18 წლის ნუცა ბაქრაძე გახდა.
კონცერტი
SALIO იგივე სალომე კორკოტაშვილი რესტორან "ოტიუმში" ჩაატარებს კონცერტს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები