"მსოფლიო მუსიკის კონცერტი | Unity Of The Heart Concert" თბილისში გაიმართება

       28 სექტემბერს კულტურის ცენტრ "მუზაში" ებრაელი მუსიკოსი იუვალ რონი გამართავს კონცერტს თავის ამერიკულ ჯგუფთან ერთად. ბენდი ასრულებს ებრაულ, არაბულ, სასულიერო და სეკულარულ მუსიკას. კონცერტში მონაწილეობას იღებს ქართული ანსამბლი "დიდგორი", რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ხალხური სიმღერები ასევე ნაწარმოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

        იუვალის მიზანია თავისი ცეკვით და სიმღერებით გააერთიანოს აღმოსავლეთის ხალხები და იგი ხშირად ქადაგებს მშვიდობას, თავისი სულიერი მუსიკის საშუალებით. ებრაელი კომპოზიტორის ნაწარმოებები გამოყენებულია ოსკაროსან დოკუმენტურ ფილმში, "დასავლეთ ნაპირის ამბავი".

მსგავსი ღონისძიებები
ბრიტანელმა ვარსკვლავმა მსოფლიო ტურნე საქართველოში გამართული კონცერტით დაასრულა.
კონცერტი
28 სექტემბერს ანსამბლ ,,აფხაზეთის" კონცერტი "თბილისის საკონცერტო დარბაზში" ჩატარდება
კონცერტი
უკრაინელი მუსიკოსი Monatik 17 ნოემბერს სპორტის სასახლეში კონცერტს ჩაატარებს.
კონცერტი
28 სექტემბრიდან 7 ივნისის ჩათვლით კონსერვატორიაში მუსიკალური ლექციების სერია "მე მიყვარს მუსიკა" ჩატარდება.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები