"მთვრალი ალუბალი" მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

მათი ყოველდღიური შეხვედრის ადგილი კაფე – ბარი „მთვრალი ალუბალია“

აქ ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს ხან ეფერებიან, ხან ეჩხუბებიან, რაღაცის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან.

ეს სპექტაკლი კი არა - ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება, ადამიანების პრობლემებით და ტრაგედიებით, უფრო ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ.

ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ერთხელაა, ერთხელ , განსაკუთრებულად და სამუდამოდ.

და აი... „მთვრალ ალუბალში“ შეხვდნენ.. ორი მარტოსული...

ასეთი განსხვავებული და ასეთი ერთნაირი...

ხანგრძლივობა 150 წუთი, ერთი შესვენებით

პრემიერა შედგა 2013 წლის 19 ოქტომბერს

მსგავსი ღონისძიებები
მარჯანიშვილის თეატრი 12 დეკემბერს კატარინა სპექტრაკლს "ბლუმის შელახული ღირსება" წარმოგიდგენთ
თეატრი
თოვლის დედოფალი ყინულის სასახლიდან - ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია
თეატრი
ლევან წულაძის სპექტაკლი "უსახელო ვარსკვლავი" 13 დეკემბერს გაიმართება
თეატრი
კვირის ღონისძიებები