მაყურებლის თვალწინ თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან - იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით“ თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს, რომელმაც ტკივილი მიაყენა, თბილისელი კოლორიტი ვანიჩკა ბიძია და მეგობრობა ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში... სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან... ღმერთო რისთვის? სევდიანი განშორების შემდეგ დგება დრო, როდესაც 20 წლის მიტო დედას ესაუბრება, ის 20 წლისაა არც დიდია და არც პატარა, მაგრამ ცხოვრება კიდევ კარგა ხანს გაუჭირდება...
მონაწილეობენ : ნუგზარ ყურაშვილი, გიორგი ცხადაძე, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, თამთა პატაშური, ვასილ შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი.
რეჟისორი: ნუგზარ გაჩავა; მხატვარი: აივენგო ჭელიძე.
ხანგრძლივობა: 70