ლევან ლაღიძემ "ღია კარის" დღეს საკუთარი ნამუშევარი გაათამაშა

ლევან ლაღიძის გალერეა, ფალიშვილის 23 ნომერში მდებარეობს. ყოველთვე მხატვარი ირჩევს რიცხვს, რომელსაც იგი „ჩემ დღეს“ უწოდებს  და „ღია კარის“ დღეს აწყობს. ამ კონკრეტულ დღეს კი, მნახველებს შესაძლებლობა ეძლევათ, გალერეაში გამოფენილი, ყოველი ნამუშევარი დაათვალიერონ.

 

 

გალერეაში ნამუშევრებთან ერთად, შესაძლებელია შარფების, ჭიქებისა და კალენდრების შეძენა, რომლებზეც არტისტის ნახატებია გამოსახული. კალენდარს „ჩემი დღე“ ჰქვია, და ყოველი თვის განსაკუთრებული რიცხვი მუქადაა მონიშნული.

                                           

14 მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებული თარიღი აღმოჩნდა, რადგან მხატვარმა ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი გაათამაშა. გამარჯვებული ის ბედნიერი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც კალათაში ჩაწყობილი ფურცლებიდან  ერთადერთი წარწერიანი ფურცელი ამოიღო.

               

 

მხატვარს ახლახან ჰქონდა პერსონალური გამოფენა ბერლინში, შემდეგი გამოფენის მოწყობას კი ლონდონში გეგმავს. მისი ნამუშევრები  პარიზის, ვენის, მოსკოვის, ლონდონის და სხვა ქვეყნების მუზეუმებში გამოფენილა.

 

თათა ბერაძე

მსგავსი ღონისძიებები
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წლის თავზე დამთვარიელებელს უნიკალური დოკუმენტები და ნივთები პირველად წარედგინებათ
გამოფენა
ახალგაზრდა მხატვრების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სრულად შესრულებულია სამხატვრო აკადემიაში ბოლო წლებში აღდგენილ კერამიკის სტუდია-სახელოსნოში და მათი უმეტესობის შესაქმნელად წარმატებით გამოყენებულია ადგილობრივი, ენდემური წარმოშობის თიხები.
გამოფენა
დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ -ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება!
გამოფენა
გამოფენა „არია ექსპო 2018“- ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს  წამყვანი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და მათი პროექტებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ადგილზევე მიიღონ.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები