ლეგენდარული ბალერონი, ბალეტმეისტერი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი მარჯანიშვილის თეატრში გამართავს წარმოდგენას

        ბროდსკი/ბარიშნიკოვი - ასე ჰქვია წარმოდგენას რომელიც 14, 15 და 16 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს: მიხაილ ბარიშნიკოვი, ლეგენდარული ბალეტმეისტერი, ბალერონი და მსახიობია. მიხაილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საბალეტო არტისტად მიიჩნევა.

 

        მისი პლასტიკა მაყურებელს ფანტასტიკურ შეგრძნებებს უტოვებს. იგი 1974 წლიდან ამერიკის საბალეტო დასის წევრი იყო, ხოლო 1980-1989 წლებში მისი ხელმძღვანელი გახლდათ. სპექტაკლზე იგი რუსი, ამერიკელი პოეტის და ნობელის პრემიის ლაურეატის იოსებ ბროდსკის ემოციურ და  ლამაზ ლექსებს წაიკითხავს.

 

        პროექტს მართავს Baryshnikov Productions, ჰონგ ჰონგი.

მსგავსი ღონისძიებები
ნავიგატორი – სინამდვილე და სიმულაცია
თეატრი
სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.
თეატრი
იმარჯვებს ის წყვილი, ვინც ბოლოს დარჩება. ბრძოლა დაუნდობელია.
თეატრი
აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი? გადაიქცევა კი იგი კატად?
თეატრი
კვირის ღონისძიებები