კლუბ KHIDI-ზე დაუკრავენ : INIGO KENNEDY ❚ STANISLAV TOLKACHEV ❚ BOYD SCHIDT ❚ TRP ❚ SEVDA

Inigo Kennedy - ბრიტანელი ტექნო პროდიუსერი და დიჯეი. მისი სადებიუტო EP ბრიტანულ ლეიბლ ZET-ზე 1996 წელს გამოიცა და მას შემდეგ საკუთარ ნამუშევრებს ისეთ ცნობილ ლეიბლებზე აქვეყნებდა, როგორებიცაა: Inner Surface Music, Semantica Records და Asymmetric, რომელიც თავად ეკუთვნოდა. 

Inigo Kennedy საკუთარ ნამუშევრებს 2004-2007 წლებში უფასო MP3-ებად გამოსცემდა, სანამ Kr!z-მა თავის ლეიბლ Token Records-ზე დაიწყო მათი გამოცემა. ამ ლეიბლის პირველი რელიზი სწორედ მას ეკუთვნოდა, სადაც მას შემდეგ არაერთი ნამუშევარი გამოაქვეყნა.

 

 

Stanislav Tolkachev - მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. უკრაინელი პროდიუსერის ნამუშევრებისთის დამახასიათებელია ემბიენთ, აბსტრაქტული და დეტროიტული ტექნო ჟღერადობა. 2005 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს არაერთი ჩანაწერი ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: M_REC LTD, Semantica Records, Mord Records, Geophone და სხვა. მუსიკის გარდა გატაცებულია ფოტოგრაფიით. მისი ნამუშევრების გამოფენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყო.

 

Boyd Schidt - KHIDI-ს რეზიდენტი, Greenbeam & Leon-ის წევრის ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს Boyd Schidt-ის ნამუშევარი "Morning Utopia" Studio R-ის კრებულ “Various 003”-ში ისეთ არტისტებთან ერთად შევიდა, რომლებიცაა: Fred P., Zadig, Brendon Moeller, Mike Parker ... იმავე წელს WaveReform records-ზე გამოაქვეყნა EP "Structure". დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითიც თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთათ დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KMდააარსა.

 

TRP - გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი David Willenberger-ის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ჰაუს, ტექნო, ეისიდ და ელექტრო ჟღერადობაზე. TRP-ს სადებიუტო "Pano EP" 2016 წელს ლეიბლ Lobster Theremin-ზე გამოიცა და ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა.ასევე აქვს გამოქვეყნებული ნამუშევრები ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Shall Not Fade, Unknown To The Unknown, Mörk და Down By The Lake.

 

Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი. მას კარგად ვიცნობთ სხვა პროექტებიდან, როგორებიცაა Oimactta და OTHR. დაახლოებით ორი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს: #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

 

მსგავსი ღონისძიებები
სტეფანეს არაერთ მიუზიკლსა და მუსიკალურ გადაცემაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
კლუბი/ლაუნჯი
კონცერტი გაიმართება 26 აპრილს Ericsson Globe Arena, Stockholm, Sweden
კლუბი/ლაუნჯი
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებლად უნდა გეცვათ განსხავვებულ, ძველებურ სტილში.
კლუბი/ლაუნჯი
Saphileaum - ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები