Artefakt - ორი გერმანელი არტისტის, Nick Lapien-ისა და Robin Koek-ის ერთობლივი პროექტი, რომელთაც მელანქოლიური, ჰიპნოტური ვუდუ მუსიკა აერთიანებს. ისინი ტექნოს არა, როგორც უბრალოდ მუსიკის ერთ-ერთ ჟანრს, არამედ დამოუკიდებელ ხელოვნების ფორმად აღიქვამენ, რის გამოც მათი ნამუშევრები სცდება ტრადიციული კლუბური საცეკვაო მუსიკის ფუნქციონალურობას. მაღალი ხელოვნებისა და ანდერგრაუნდ კულტურის გაერთიანებით Artefakt-ი მსმენელს გალერეებსა და მუზეუმებში წარმოდგენილ "Musique concrète"-ის მსგავს იმპროვიზაციებს სთავაზობს. ამ ორი განსხვავებული სამყაროს ერთობლიობა ქმნის Artefakt-ისათვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებასა და ნარატიულ ხასიათს. საკუთარი ნამუშევრები გამოქვეყნებული აქვთ ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Delsin Records, Field Records, Konstrukt, Prologue და Deep Sound Channel. მათი სადებიუტო ალბომი "Kinship" გამოიცა Delsin Records-ზე და ორიენტირებულია ტექნო, დიფ ტექნო, ელექტრო, ეისიდ და ემბიენთ ჟღერადობაზე. Luigi Tozzi - KHIDI-ს რეზიდენტი იტალიელი ახალგაზრდა არტისტი. მის მუსიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იტალიურმა ტექნომ, რამაც მისი ღრმა ჟღერადობა განაპირობა. Dynamic Reflection-თან, მოგვიანებით კი Hypnus Records-თან თანამშრომლობამ საკუთარი გამორჩეული სტილის განვითარება შთააგონა. ტექნოს ჰიპნოტური ელემენტებისა და ემბიენთ მუსიკის ატმოსფერული და ემოციური ხასიათის გაერთიანებით Luigi-მ საკუთარი უნიკალური ჟღერადობა ჩამოაყალიბა. იგი მრავალი EP-სა და რემიქსის ავტორია, რომელიც გამოქვეყნებულია ლეიბლებზე: Dynamic Reflection, Outis Music, Hypnus Records და Mental Modern. 2016 წელს Hypnus Records-ზე თავისი პირველი ალბომი "Deep Blue: Volume 2" გამოაქვეყნა. Outis Music-ის დამაარსებელ Dino Sabatini-სთან ერთად ამავე ლეიბლზე გამოქვეყნებული აქვს EP "Manticora", რომელშიც შესულია მათი 3 ერთობლივი ნამუშევარი. RÓMAN - KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი დიჯეი და პროდუსერი რომან აბრამოვის ტექნო პროექტი. დაიბადა 1983 წელს საბჭოთა თბილისში. ბავშვობიდან უყვარდა ფირფიტები და დიდ დროს ატარებდა ფირსაკრავთან. უკვე 2 წელია ასწავლის დიჯეინგს კრეატიული განათლების სტუდია Creative Education Studio-ში. მისი პირველი ტრეკი ქართულ ლეიბლ Icontrax-ზე 2016 წელს გამოიცა 3 სხვა ქართველ არტისტთან ერთად კრებულში "Lifesigns 001". მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა, რომლებიცაა: Underworld, The Chemical Brothers, Depeche Mode, Fatboy Slim, Moby და ა.შ. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი, მრავალფეროვანი სელექციით. Digital Groove Affair - დუო თბილისიდან, რომელიც 2016 წელს შეიქმნა გიორგი კაკოიშვილისა და სოლო გაგუას შემადგენლობით. მათი სეტები ძირითადად ორიენტირებულია: Garage/Deep/Funky House ჟღერადობაზე.