24 მარტს, კლუბში BASSIANI, იტალიელი არტისტების CLAUDIO PRC და NESS-ის ტექნო პროექტი THE GODS PLANET დაუკრავს. მათი შემოქმედება ექსპერიმენტებით, ახალი საუნდის მუდმივი ძიებით, კოსმოსისა და ფუტურისტული კონცეფციების მიმართ ინტერესით გამოირჩევა.
დუოსთან ერთად წარდგებიან პოლონელი DJ და პროდიუსერი BLAZEJ MALINOWSKI, რომლის სეტები ტექნოს განსაკუთრებით ღრმა და ატმოსფერულ ჟღერადობაზეა ორიენტირებული, ჩანაწერებს კი გამოსცემს ლეიბლებზე: THE GODS PLANET, SEMANTICA, PHORMA, TECHNOSOUL და ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი აღსანიშნავი წარმომადგენელი NDRX.HOROOM-ის ოთახში, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები LILITH. და OBJECTOR TRAX მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ.