ლექცია „კატო მიქელაძე : ცხოვრება, როგორც ბრძოლა და რეპრესია“ ეძღვნება კატო მიქელაძის, როგორც ქართველი მოღვაწე ქალის განვლილ გზას.
ეს გზა მრავალი ეტაპისგან შედგება: ბავშვობა და მოწაფეობა, იდეების შემეცნება, სოციალური და პიროვნული გამოსვლა-გამოფხიზლება, პოლიტიკური და პატრიოტული ძიებები, გამარჯვეები და იმედგაცრუებები.
ამ უნიკალური ბიოგრაფიის მქონე განმანათლებელი ქალის სიცოცხლე/ცხოვრება წარმოდგენილი იქნება მის ეპოქაზე და პერსონალურ თავგადასავალზე/ბედზე ერთობლივი რეფლექსიით.
ლექცია არის მცდელობა, დავინახოთ ჩაგვრის, რეპრესიის უნივერსალური და ინტერდროული არტერიები და აღმოვაჩინოთ/გამოვიცნოთ მისი მასაზრდოებელი უხილავი კაპილარები.
ლექციას წაიკითხავს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი