5 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი ჩატარდება
ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ: ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო), ნოდარ ჟვანია (ალტი), მანანა ქანთარია (ვიოლინო). ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები:სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ელისო ბაბუაძე (ჩელო), თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები: ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), დავით ხრიკული (ფორტეპიანო), ანა ჭანია (ვიოლინო).
ფესტივალის პროგრამაშია: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰანეს ბრამსის და ახალგაზრდა ქართველი პიანისტის სანდრო ნებიერიძის ნაწარმოებები