ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ „რომანის ღამეებზე“.
ყოველ საღამოს, 13-დან 15 ივნისის ჩათვლით, 19:30-22:00 საათებში წიგნის სახლი ლიგამუსი უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მოწვეულ სტუმრებს.
20:00 - გიგა ზედანია - "დოჩანაშვილი და ვარგას ლიოსა, ანუ ჯანყი რომანში"
20:30 - ნინო ფირცხალავა - "საკონცერტო პროგრამის შედგენის კულტურულ-პოლიტიკური ნიუანსები (მარსელ პრუსტისა და თომას მანის ტექსტების მაგალითზე)"
21:00 - თამთა მელაშვილი - "ეგზოტიზაცია და თვითეგზოტიზაცია: პატარა ქვეყნები წიგნის საერთაშორისო ბაზარზე"
21:30 -ლევან ბერძენიშვილი - საუკუნის წიგნი - "არუნდატი როის "წვრილმანების ღმერთი"
14 ივნისი- 19:30 - დათო ტურაშვილი - "შავი ზღვის რომანი"
20:00 - პაატა ჩხეიძე - "პიტერ აკროიდის რომანები და კომპარატივისტული ასპექტები"
20:30 - ლია ლორია - "ენრიკე ვილა-მატას რომანი "ბარტლები და კომპანია", უარყოფის ლიტერატურა"
21:00 - გიორგი მაისურაძე - "რადიკალური ჰუმანიზმი - ლევ ტოლსტოის "აღდგომა"
21:30 - ლაშა ბუღაძე - "პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი"
15 ივნისი 19:30 - თამარ თანდაშვილი - " ამბის ვერ-მთხრობელი და მისი მოწმე: ქალის გაპიროვნება "მატერიკონში"
20:00 - ბელა წიფურია - "პოსტკოლონიური ჰიბრიდულობა და ქართული საბჭოთა რომანი"
20:30 - ლევან ცაგარელი - "ბერნჰარდ შლინკის "წამკითხველი", როგორც წარსულის დაძლევის ცდა"
21:00 - დავით გაბუნია - "თვალთვალი, როგორც ხელოვნება"
21:30 - ნოდარ ლადარია - "მკითხველი და მწერალი"
დრო: 13-15 ივნისი, 19:30- 22:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.