15 მაისს საქართველოში პირველად შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე. ნაწარმოები შეასრულა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით, რომელსაც ეკუთვნის სახელწოდება "ვერცხლისფერი მზე". პირველი ნაწილის პრემიერა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში Elbphilharmonie 2018 წლის 2 აპრილს გაიმართა და მსმენელისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მეორე განყოფილების დროს შესრულდა იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“, რომელიც 1913 წელს შეიქმნა. “ სტრავინსკის შემოქმედება მე-20 საუკუნის სულისკვეთების უმაღლესი მუსიკალური გამოვლინებაა,” –წერდა ანა ახმატოვა, ხოლო ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ამ ნაწარმოებმა განსაზღვრა რა გზით უნდა ევლო სიმფონიურ მუსიკას.
კონცერტის თარიღი, 15 მაისი ნიკოლოზ რაჭველის დაბადების დღეს დამეთხვა. "გუშინ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დაბადების დღე მქონდა... საქართველოს ეროვნულმა ორკესტრმა და კახი სოლომნიშვილმა არნახული საჩუქარი გამიკეთეს ჯერ ჩემი "ვერცხლისფერი მზის", შემდეგ კი იგორ სტრავინსკის "კურთხეული გაზაფხულის" ბრწყინვალე შესრულებით!!!... დიდი მადლობა ჩემს კახის, ჩემს იმედს და ნამდვილ მეგობარს, საოცრად იდირიჟორა, სხვანაიირად, ძალიან მაგრად! ჩემს თვალწინ ხდება მისი დაოსტატება, თან წარმოუდგენლად სწრაფ ტემპში და უმაღლეს შემოქმედებით ხარისხში!!!" ,- წერს კომპოზიტორი სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ რაჭველი "unisef"-ის ელჩია. ოპერაში მისულ თითოეულ სტუმარს ჰქონდა შესაძლებლობა წაეკითხა ბროშურა და გასცნობოდა ქცევის ეტიკეტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან.
პირველი განყოფილება - "ვერცხლისფერი მზე".