16 და 17 ნოემბერს მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "იგი". სპექტაკლი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების ალეგორიული რომანის მიხედვით დაიდგა. მასში აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთ-ერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.
სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა.
დამდგმელი რეჟისორი: კახა ბაკურაძე
დასაწყისი: 20:00 საათი
ბილეთის ფასი: 15 ლარი