საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს „არაჰოჯკინი ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ისრაელში.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“ , ნიაზ დეასამიძე 33ა.
მოგმართავთ თხოვნით, თქვენც შეიტანოთ წვლილი ამ კეთილ საქმეში, რათა ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ნუცუბიძის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას.
ბილეთის ფასი 20 ლარი.