თბილისის საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილე საღამო გაიმართება

     22 ივნისს, საღამოს 20:00 სთ-ზე თბილისის საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილე საღამო გაიმართება.

თენგიზ სუხიშვილი, შემოქმედებითი ცხოვრებისა და ანსამბლის ხელმძღვანელობის მიღმა, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დიდი ქველმოქმედიც გახლდათ. სწორედ ამიტომ თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, 22 ივნისის საიუბილეო კონცერტიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას. აღნიშნული ცენტრი რეგიონალური მნიშვნელობისაა, რომელიც ყველა საჭირო სერვისს მიაწვდის აუტიზმის მქონდე ადამიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას თავიანთი უნიკალური უნარების განვითარების, დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. 

 

    საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი სრული შემადგენლობით წარსდგება მაყურებლის წინაშე; შესრულდება ქართული ნაციონალური ბალეტის რეპერტუარში არსებული სხვადასხვა პერიოდში დადგმული პოპულარული საცეკვაო კომპოზიციები.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
#სიცოცხლისათვის სუხიშვილები, 33ა და ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე
კონცერტი
28 სექტემბერს თელავის დრამატურგიულ თეატრში ტრიო "ქართული ხმების"(ახალი თაობა) და აჩიკო ნიჟარაძის ერთობლივი კონცერტი შედგება.
კონცერტი
ლეგენდარული ანსამბლი ”რუსთავი” 12 სექტემბერს დაარსებიდან 50 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკის და ხელოვნების ცენტრში კონცერტით აღნიშნავს.
კონცერტი
Bedford Falls, Kdema, B2B და Tedi Backstage 76-ის ღია ცის ქვეშ დაუკრავენ.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები