თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება

    24 თებერვალს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას. მაყურებლის წინაშე წარსდგება კამერული ანსამბლი "Georgia Modern", რომელიც თანამედროვე მუსიკის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა. ამ კონცერტისთვის ვაჟა აზარაშვილმა საგანგებოდ შექმნა რამდენიმე ახალი ნაწარმოები. კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროში ყოველ დღე 12:00 - 18:00საათამდე.

მსგავსი ღონისძიებები
მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელ ვარსკვლავს განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, მას თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“  უმასპინძლებს.
კონცერტი
"ვოდქასთ რეკორდსი" რიგით მესამე დაბადების დღეზე ვრცელ ლაინაფს სთავაზობს სტუმრებს.
კონცერტი
16 თებერვლიდან ბილეთების ძირითადი ნაწილი გაიყიდება მხოლოდ SOLO კლიენტებისთვის.
კონცერტი
3 მარტს ერთ სცენაზე იდგებიან - მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები
კონცერტი
კვირის ღონისძიებები