თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

7 მარტს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლის - ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ცენტრში ყოველწლიურად იმართება განსაკუთრებული პროგრამის მქონე კონცერტები.

 

წელს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო კაპელა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით პირველად საქართველოში შეასრულებს ცნობილი ჩეხი კომპოზიტორის - ანტონინ დვორჟაკის რე-მაჟორულ მესას სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის. სოლისტების რანგში წარსდგებიან ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტები.

 

აგრეთვე შესრულდება ა.დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. კონცერტს შეასრულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის ჩელოების სექციის კონცერტმაისერი - თორნიკე გეწაძე.

მსგავსი ღონისძიებები
72 წლის წინ როკ მუსიკის ლეგენდა, ჯგუფ Queen-ის ვოკალისტი ფრედი მერკური დაიბადა.
კონცერტი
00:00 საათზე ივენთს გააგრძელებს  Jam Sossion Dj მიშო ურუშაძე .
კონცერტი
25 ნოემბერს უნგრული ნაციონალური ბალეტი "Coincidance" ბათუმს ესტუმრება
კონცერტი
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება
კონცერტი
კვირის ღონისძიებები