თბილისის კამერული მუსიკის XII ფესტივალი 15 ნოემბრიდან დაიწყება

თბილისის კამერული მუსიკის XII ფესტივალი 15 ნოემბერს აიღებს სტარტს და იგი ოთხი დღის მანძილზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება.

პირველი კონცერტი 15 ნოემბერს შედგება და მასში მონაწილე მუსიკოსები შუბერტის, ბეთჰოვენის და ბრამსის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

მეორე კონცერტში, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართება ვოკალური სექსტეტი “ The Georgian six” ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს.

მესამე კონცერტი 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც კონსერვატორიის პროფესორები და სტუდენტები, აგრეთვე კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის და ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები’’ ბეთხოვენის, ბრამსის, ფრანკის და სანდრო ნებიერიძის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

19 ნოემბერს, ფესტივალის დასკვნით მეოთხე კონცერტზე მეცო - სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და პიანისტი თამარ ლიჩელი ვაგნერის, როსინის და მონტსალვაჯეს ნაწარმოებებს შემოგვთავაზებენ.

ფესტივალის ფარგლებში ყველა კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 19:00 საათზე გაიმართება

მსგავსი ღონისძიებები
მთაწმინდის პარკში მთავარ მოედანზე ჩატარდება ფესტივალი, რომელსაც ასაკის განურჩევლად ყველა ელოდება.
ფესტივალი
5 ნოემბერს კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება
ფესტივალი
18 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, პირველად ისტორიაში ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები