თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენა „ხელოვნება და მშვიდობა’’.

პარასკევს, 24 ნოემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება თანამედროვე ჩინური ხელოვნების გამოფენა „ხელოვნება და მშვიდობა’’.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ჩინელი მხატვრების მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 29 ნამუშევარი. ექსპოზიცია მოიცავს ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებას, ბეჭდურ მასალას, აკვარელსა და სინთეტიკურ მატერიაში შესრულებულ ნამუშევრებს.


თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს.


გამოფენის ორგანიზატორია ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია.

გამოფენის გახსნა: 24 ნოემბერი 18:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 24 ნოემბერი - 12 დეკემბერი.

მსგავსი ღონისძიებები
"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები.
გამოფენა
15 დეკემბერს გალერეაში "წითელი კვადრატი" გაიხსნება ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა - "ზამთრის სიზმარი"
გამოფენა
სპეციალურად ამ დღისთვის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა იმუშავებს 22:00 საათამდე, ხოლო ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს 19:30-დან 21:30 საათამდე.
გამოფენა
„იყო და არა იყო რა“ - ცნობილი ფრაზა საბავშვო ზღაპრებიდან აჩვენებს ლიდერების ბავშვურ ფანტაზიებს
გამოფენა
კვირის ღონისძიებები