30 სექტემბერს 19:30-ზე, ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში უმასპინძლებს კამერულ ორკესტრს ვილნიუსიდან, რომელიც გამოირჩევა რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სახასიათო შესრულებით.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსი - დონატას ბარკაუსკასია. კონცერტის პროგრამა შედგენილია სხვადასხვა ეპოქის ლიტველის კომპოზიტორების ნაწარმოებებით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125;).
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ.