ესპანელი დრამატურგისა და პოეტის - ფედერიკო გარსია ლორკას  პიესის მიხედვით ახმეტელის თეატრში სპექტაკლი დაიდგმება

   ბერნარდა ალბა - მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი. მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონი. ბერნარდა ალბა - ესპანელი დრამატურგისა და პოეტის - ფედერიკო გარსია ლორკას  პიესის მთავარი გმირი - ქალი, რომელიც თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გამალებით „იცავს“ გარეშე თვალისაგან და ყველას სთხოვს მის წესებს დაემორჩილონ... ისინი - ყველანი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაკეტილან და ამ ჩარჩოდან იბრძვიან სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის...

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ბერნარდა ალბა - მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი, პონსია - თამარ ბეჟუაშვილი, მარია ხოსეფა  - მარინა ხარჩილავა, მაგდალენა - მაიკო ვაწაძე, მარტირიო - ვერონიკა კალანდარიშვილი, ადელა - სოფია სებისკვერაძე, ამელია - გვანცა კანდელაკი, ანგუსტიასი - თამარ ჟორდანია, თამთა პატაშური, მოახლე ქალი - ლიკა ქუთათელაძე.

 

რეჟისორები: ირაკლი გოგია, ლაშა გოგნიაშვილი;მხატვარი - მარიკა კვაჭაძე;რეჟისორის თანაშემწე - ვერიკო რუხაძე .

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
„მოხუცი ქალის ვიზიტი“ უცნაური პიესაა, ის ერთდროულად ყველაფერზეა, სიყვარულზე, ღირსებაზე, ჰუმანიზმზე, კაცთმოყვარეობაზე, ოღონდ თითქოს ნეგატივში დანახული
თეატრი
ასტრიდ ლინდგრენის ლეგენდარული ტრილოგიის მესამე ნაწილი
თეატრი
22 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ქალები"
თეატრი
კვირის ღონისძიებები