ორშაბათს, 5 თებერვალს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ მწერალ ურსულა ლე გუინისადმი მიძღვნილ საღამოზე.
ურსულა ლე გუინის შესახებ ისაუბრებენ: გამომცემლობის - "წიგნები ბათუმში" წარმომადგენელი - გიორგი ხარაიშვილი და წიგნ "წყვდიადის მარცხენა ხელის" მთარგმნელი - ნიკა სამუშია.
ამ დრომდე, მისი შემოქმედებიდან, ქართულად ნათარგმნია სამი წიგნი, გამომცემლობის - "წიგნები ბათუმში" გამოცემით. ესენია: "წყვდიადის მარცხენა ხელი", "ზღვამიწეთის ჯადოქარი", "ატუანის აკლდამები".
მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ავტორის შემოქმედებასა და მის როლზე, ლიტერატურასა და კერძოდ ფენტეზის ჟანრში.
შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.