ერეკლე დეისაძის ორი წიგნის განხილვა "ბიბლუსი გალერი"-ში

მწერალი, მუსიკოსი და რეჟისორი ერეკლე დეისაძე და გამომცემლობა სიესტა წარმოგიდგენთ ორ რომანს - „დამლაგებელი“ და „რუსული არდადეგები“.

 

უცნაურობა, გნებავთ, ამოსავალი წერტილი ამ რომანებში არის ის, რომ მთავარი პერსონაჟები არაფრის დიდებით არ უნდა ეძებოთ იქ, სადაც თავიდან გეგულებათ - წესი პირველი, ეს გზაკვალს აგიბნევთ და მათ ვერასდროს მიაგნებთ. ეს პერსონაჟები და მათ ზურგსამოფარებული ავტორი უნდა ეძებოთ იმ ტრანსგრესიულ მეამბოხეთა შორის, რომლებიც საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ ნორმებს უპირისპირდებიან. 

 

ორივე რომანი მოულოდნელობებითაა აღსავსე და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ამიტომ, ვიდრე კითხვას შეუდგებით, ძალიან ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ - წესი მეორე. 

 

დანარჩენს კი ადგილზე გაიგებთ, თუ 18 დეკემბერს ამ უცნაურ კაცს შეხვდებით და მოისმენთ მის საუბარს "ბიბლუსი გალერიში", კანდელაკის 7-ში.

 

საუბრის პარალელურად, შეგეძლებათ ორივე რომანის შეძენა და ერეკლე დეისაძისგან სამახსოვრო ავტოგრაფის მიღება. 

 

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
სტუდენტების მიერ ,,ინოვაციები და სამეწარმეო უპირატესობის'' კურსის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო სტარტაპ იდეების პრეზენტაციაა
სხვა ივენთები
"Courtyard by Marriott Tbilisi" -ში გიორგი პოპიაშვილის მასტერკლასი "ინსპირაციის მენეჯმენტი" ჩატარდება.
სხვა ივენთები
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისი მოლი და მოლიდან ქალაქის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი ღამის 12 საათამდე იმუშავებს
სხვა ივენთები
ტრენინგი ჩატარდება 18 ნოემბერს 16:00 საათზე. ტრენინგს ჩაატარებს ფსიქოლოგი სოფიო დოლიძე.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები