4GB პიონერი ქართველი დიჯეის, გიო ბაქანიძის სახელობის ყოველწიური ფესტივალია.
მისი მეგობრების მიერ ორგანიზებული მემორიალური ღონისძიება, ყოველწლიურად იზრდებოდა და საბოლოოდ რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. ზრდის მიუხედავად 4GB-მ შეძლო შეენარჩუებინა თავდაპირევლი განწყობა და ღირებულებები.
პირველი 4GB-დან დღემდე ფესტივალის ჰედლაინირი, გიო ბაქანიძის ყველა დროის საყვარელი არტისტი, მიხაელ მაიერია. 2011 წელს, სწორედ ის იყო 4GB-ს ერთადერთი სტუმარი, 1000 კაციან დახურულ საღამოზე და მას შემდეგ ყოველ 4GB-ს სწორედ ის ხურავს. ასე იყო შარშანაც როცა 18.000 ადამიანისთვის 36 არტისტი უკრავდა, მაიერის დახურვის სეტი კი 12 საათს გაგრძელდა.
წელს 4GB 18,19,25,26 მაისის საგურამოში გაიმართება.
Line Up
18-19 მაისი: Ricardo Villalobos,DJ Koze,Edward,Robag Wruhme,Scuba,Legowelt,Tobias and more...
25-26 მაისი: Michael Mayer