1 დეკემბერს, თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის მეოთხე სერია, Hippodrome Park-ზე გაიმართება, რომელზეც Len Faki (OFFICIAL), I Hate Models და Henning Baer სეტებს დაუკრავენ, SNTS კი ლაივით წარდგება. ბერლინში მოღვაწე LEN FAKI დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო DJ და პროდიუსერია. მან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, როგორც ლეიბლის ბოსმა და მენეჯერმა. 2003 წელს, მის მიერ დაარსებული FIGURE საუკეთსო პლატფორმაა, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა არტისტებისთვის. I HATE MODELS 90' წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკისა და EBM-ის გავლენით შექმნილი სოლო პროექტია, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. SNTS საიდუმლოებით მოცული ინდუსტრიული ტექნო / ემბიენთ პროექტია, რომელიც განსხვავებული ვიზუალური კონცეფციით და ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. გამოიცემა ლეიბლებზე: SNTS, HORIZONTAL GROUND, EDIT SELECT, SACRED COURT, 47. გერმანული საკლუბო სცენის ერთ-ერთი დაფასებული წარმომადგენელია HENNING BAER, ივენთების სერიის GROUNDED THEORY რეზიდენტი და კურატორი.